davurigot fuli garibebs - dagdagani lyrics
ის ცხოვრობდა მშობლებთან დაცულ გარემოში
და სადაც ფეხს ადგამდა სულ ხედავდა ყვავილებს
მას უნდოდა მეტი თანასწორობა სამყაროში
წამოდგომა რომ შეძლებოდათ დაჩაგრულებს
მას უნდოდა რომ ყველაფერი ყოფილიყო ისე
როგორც იყო დალაგებული საყვარელ ოთახში
მისი მეგობრები ყველა მასთან შეიკრიბნენ
და გადაწყვიტეს დაეხმარონ ამაში
მათ დაურიგეს ფული ღარიბებს
წაართვეს ფული მდიდრებს
და სადაც არ უნდა გაიქცე
სულ ყველა თანასწორობას იღებს
აღარ ყოფილიყო ღარიბი მთელ პლანეტაზე
ხალხს აწმყო ჰქონოდა და არა დაპირება
პრეტენზია გამქრალიყო ძალაუფლებაზე
გრძელი და ბედნიერი ჰქონოდათ ცხოვრება
არავის ჰქონოდა რამე ვინმზე ნაკლები
მეტს თუ მოკბეჩ შენ იმ წამსვე ჩამოგერთმევა
და თუ საჭიროებაა დავისვაროთ ხელი
მათთვის ვისაც სიმტკიცე არ მოეთხოვებათ
მათ დაურიგეს ფული ღარიბებს
წაართვეს ფული მდიდრებს
და სადაც არ უნდა გაიქცე
სულ ყველა თანასწორობას იღებს
გააღეთ კარები შემოუშვით ყველა სახლში
არ დატოვოთ უსარგებლოდ ერთი კვარდატიც
ვინც არ ემხრობა თავს ყოფს დისკრიმინაციაში
და სხვის უბედურებაზე არიც მცხოვრები
ასევე კლასებად დაიყოფა უფლებები
რაც მოიცავს კანის ფერს და გენიტალიას
ვინც ჩაგრული იყო ადრე მას ექნება მეტი
და ღმერთმა დაგიფაროს რამე პრივილეგიას
მათ დაურიგეს ფული ღარიბებს
წაართვეს ფული მდიდრებს
და სადაც არ უნდა გაიქცე
სულ ყველა თანასწორობას იღებს
და დამყარდეს დიქტატურა ხალხს თუ არგებს ასე
თუნდაც სისხლიანი იყოს წესრიგის ფასი
სამყაროს ჩვენ გმირებივით ვატარებთ ჩვენ მხარზე
და ყველა საშუალებას ამართლებს მიზანი
საუკუნეებია ჩვენ ამ ცვლილებებს ველით
ეს პირველი ვარსკვლავია ამ ბნელ ღამეში
და მილიონობით ხალხის სიკვდილი ჩვენ ხელით
ჯერ იქნება მხოლოდ წვეთი ოკეანეში
მათ დაურიგეს ფული ღარიბებს
წაართვეს ფული მდიდრებს
და სადაც არ უნდა გაიქცე
სულ ყველა თანასწორობას იღებს
და როცა ფიქრობ არ არსებობს ბოროტება ეს
ანეკდოტი გასახსენებელი იქნება
თორემ ერთხელ დამნაშავისკენ შენ ვერ გაიშვერ ხელს
როცა ყველა საათივით ამუშავებს სისტემას
Random Song Lyrics :
- сакура(sakura) - schev lyrics
- drunken leaves - assemble head in sunburst sound lyrics
- as bad as it seems - prestomystic lyrics
- το φως που πέφτει (to fos pou peftei) - antonis remos lyrics
- better and better - amor amor lyrics
- do it! - so gemme lyrics
- vam0s al m3rcadillo va - mejiias lyrics
- see us - greaf lyrics
- terraw babes - tony flawless lyrics
- plan z part 2 - zavage lyrics