
შივა 2 / shiva 2 - fula lyrics
[verse]
როცა გქონდა შანსი
არ უნდა გაგემაზე
როცა ბაზრობს ასიდან
ერთი შენს ენაზე
როცა შენი მსგავსი
ფიქრობს შენს ცნობაზე
fula შენი კლასიდან
fula შენს დაფაზე
მე ვიცი ბევრს ფიქრობ მაგრამ არ მეტყველებს იმაზე
რომ აიგოს სამყარო შენებურ ილუზიაზე
რასაც ლექციაზე ისმენ ბაზრობ სემინარზე
აჰა შენ, შენ შხამს ჩამოგისხამ და მე მინდა რძე
და სანამ ნაყოფს გამოვისხამდე მე მინდა მზე
მანამდე დაორთქლე, დაწერე რაც გიყვარს მინაზე
მაინც გმადლობ რომ დამაფასე და შემიფასე
მაგრამ იქ საუბარი იყო „ვაბშე” სხვა შივაზე
გახდი
არავინ მათ ჯინაზე
რომ ბოლოს და ბოლოს აღარ იყო მათ ჯინაზე
გავხდი
პრინცესას აივანზე
ვიტრიალებ ცეცხლთან, იზრუნე ჩაიდანზე
[chorus]
ვაკეთებ აქცენტს ჩვენს არსებობაზე, ამ დროს
აფრენენ ცაში რასაც მასას ახლაც ართობს
ამ დროს მეტროსკენ მიმავალს და თან მარტოს
დავტოვებ წარსულს, მომავალს და ვიგრძნობ აწმყოს. (2x)
[verse]
მე ვდგავარ იქ სადაც არასდროს არ არის რიგები, სულ ჩემი ჯერია
მაგრამ აქ არ არის დეპეშა, როგორც ჩანს დღეს ისევ არ მოგიწერია
ვინ იცის რამდენ ხანს გელოდე, ვინ იცის, იქნებ ეს მეასე წელია…
მინდა სინათლეზე ვმღეროდე, სადაც გავიხედავ ყველგან სიბნელეა
ყველა სართულია ბოლო სართულის გარდა, ბოლო ყველაზე რთულია
და თუ არ აშენდა, მაშინ საშიში არ იყოს გამორიცხულია
არ მესმის არავის ტაში, ვარ გზაში და ბუნება კვლავ გარინდულია
არ მინდა ამერიკაში და რა მინდა აქ * ეს რომ აგიხსნა რთულია
მე არაფერი არ დამინახავს
რაც დავინახე ზუსტად იმაზე მეტი
საკუთარ მიზნად არ დამისახავს
გოლფის მოედანი და კაბინეტი
განა რამე მეტაფორას გეუბნები
მოკალი სუყველა ავტორიტეტი
თუ თვალი მოკარი სადმე ძაფებს
გადაჭერი, რომ არ იყო მარიონეტი
მგონი ჯობს არიო რაც ამათ ალაგეს
ამჯერად ჯობია არიო მეტი
დაყარე თავზე რაც გადაგაქადაგეს
თავიდან იშოვე იმუნიტეტი
შივას გაგასინჯებ ოდესმე
თუ შეგვახვედრებს განგება და არა ბედი
„ასეთი არის მისი პორტრეტი…
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს…“
[chorus]
ვაკეთებ აქცენტს ჩვენს არსებობაზე, ამ დროს
აფრენენ ცაში რასაც მასას ახლაც ართობს
ამ დროს მეტროსკენ მიმავალს და თან მარტოს
დავტოვებ წარსულს, მომავალს და ვიგრძნობ აწმყოს. (2x)
Random Song Lyrics :
- fear - liam fowler iii lyrics
- einmal noch - anna-maria zimmermann lyrics
- faz maluco pirar - vkingz lyrics
- midnight - austin lucas lyrics
- bitch - the baseballs lyrics
- mariquinha - cacuriá de dona teté lyrics
- kick it - atl smook lyrics
- far away - colleen d'agostino lyrics
- counterattack ~ falcon punch - fulmetalparka$ lyrics
- bubble generation - brynn cartelli lyrics