
vitsi rom | ვიცი რომ - irakli charkviani lyrics
ქეთათო:
ვიცი რომ გახსოვს კვლავ ჩვენი დრო ჩემი ხმა
ფიქრებში ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ
ირაკლი:
ისევ ისე გარბის დრო არ გვანებებს თავს
გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება გავს
ვიცი ისევ დავთვრები გაგიწყალებ გულს
ამ სიმღერას გავყიდი დაგახარჯავ ფულს
ქეთათო:
ვიცი რომ გიყვარს კვლავ ლექსები ჩემი ხმა
და მეც აქ ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ
ირაკლი და ქეთატო:
სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ
სულ წავალ შენს გვერდით სიმღერას დავტოვებ
ირაკლი:
მე ასეთი დავრჩები თუ გამიძლებს დრო
იოლად მისაჩვევი როგორც თამბაქო
ყველაფერი ჩაივლის შევეგუოთ ბედს
ანგელოზი გვაჩუქებს ფაიფურის ფრთებს
დღეს კი შენ მოგწონს კვლავ ეს ძველი სიმღერა
ქეთათო:
ნუ ღელავ გრძნობები შენია სუყველა
ირაკლი:
სიტყვები ხანდახან ვერაფერს ამბობენ
მე წავალ ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ
ისევ ისე გარბის დრო არ გვანებებს თავს
გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება გავს
მე ასეთი დავრჩები თუ გამიძლებს დრო
იოლად მისაჩვევი როგორც თამბაქო
Random Song Lyrics :
- nefret - oddie arte ft. thugg floyd lyrics
- silver spoon - forgiato blow lyrics
- hate her friends (mega-mix) - bye spencer lyrics
- almira - let me love you lyrics
- flashing lights - 333nivira lyrics
- free (feat. laura kay) - gubsun lyrics
- a thousand years - izzy true lyrics
- xoh inon - ortiq otajonov lyrics
- весёлый андеграунд (funny underground) - totpoc lyrics
- for my love - jessenia mills lyrics