
ბუმ ბეფ სპინი - mush one lyrics
[intro]
mush one
2013
ბუმ ბეფ სპინი
[verse 1: mush one]
ეპიცენტრი ბრონქსი, ნიუ იორკი, ამერიკა
და kool herc*მა დაიძახა მეორედ ევრიკა
როცა გამოთვალა ვინილების დინამიკა
მეტი მსურველი, ბევრად ნაკლები კრიტიკა
1 ჰიპ*ჰოპი * 4 ელემენტი
მიმდევრების ზღვა, მსმენელი უფრო მეტი
dj ქმნის ფონს, ბრეიქდანსი კი ეფექტს
გრაფიტი გრაფიკას, ემსინგი ინტერესს
ყველა ჰიპ*ჰოპი არტისტი რითმებს იმტერებს
რომ გაუმკლავდეს შთაგონებას ფიქრების კერებს
ვითარდება კულტურა მაიკრო ითვისებს ბგერებს
grandmaster*ის თემებს ან vanilla ice*ის რეპს
ევოლუცია მძვინარებს, წინ მიიწევს ვნებით
გასაკვირი keef cowboy*ის ტერმინებით
იზრდება დონე მოწოდების იმატებს კადრები
დაიწყო ახალი ერა, ყვავიან დეკადები
[chorus: mush one]
ეს არის ბუმ ბეფ სპინი
ატრიალებს ტვინი
არ მიაწერო ძილი
მიაკუთვნე მისი წილი
როცა იფარება ფირი
დრამ, სნეირი, ბასი
90*იანების შვილი
მაღალი კლასი
[verse 2: mush one]
რაკი rakim*ს და krs*one*ს ვერ ავცდებით
ბაუნს, ბაუნს ხელები მაღლა ღრუბლებს ვეკიდებით
როცა დინამიკებს ანგრევს rza, inspectah deck
premier*ის საუნდი და sticky fingaz*ს ბექი და
ფეხზე ადექი ეს არის ძველი ფილოსოფია
big, das efx ჩემში ცოფია
მიხარია ხალხის მასა აცდა გამოფიტვას
როცა big*ი pun*ს და l*ს ნიშნავდა * და არა ბრიტვას
gang starr*ის სემპლები ისევ რჩება ძალაში
bass, kick და snare, რითმებით თამაში
სანამ პულივიზატორი გვძირავს ფერთა გამაში
გახსნილია გზა ყველა მხრით როგორც ლა მანში
ბაზარი არ არის ბზარი არის ორ მხარეს შორის:
east და west არის მომსწრე რამოდენიმე სროლის
big poppa, makaveli*ს მკვლელი გაუმხელელი
გამომძიებელს ჭირდება პრემია ნობელი
ყველა ჩინს, ოქროს, მედალს თუ ჯინს
ვამჯობინებ fugee*ის დატვირთულ ხურჯინს
სადაც ინახება ისტორია თუ არ გყოფნის
ჯანდაბამდე გზა გქონია ან უსმინე onyx*ს
[chorus: mush one]
ეს არის ბუმ ბეფ სპინი
ატრიალებს ტვინი
არ მიაწერო ძილი
მიაკუთვნე მისი წილი
როცა იფარება ფირი
დრამ, სნეირი, ბასი
90*იანების შვილი
მაღალი კლასი
[bridge: mush one]
სადაც ვინილების ერთ წრეს მეორე მოსდევს
გირჩევნია დამშვიდდე, უსმინე mos def*ს
doug e. fresh ზემოქმედების ქვეშ
რომელსაც პირიდან ამოსული ბიტი ჰქვია
და მეც ბევრჯერ მითქვია * ჰიპ ჰოპი არის ტყვია
რაც უპირისპირდება ყველას დაღი ატყვია
რაც წარსულმა ვერ თქვა, მომავლები იტყვიან
ვერავინ დაიჩივლებს, დრო ორად გაუყვია
[chorus: mush one]
ეს არის ბუმ ბეფ სპინი
ატრიალებს ტვინი
არ მიაწერო ძილი
მიაკუთვნე მისი წილი
როცა იფარება ფირი
დრამ სნეირი ბასი
90*იანების შვილი
მაღალი კლასი
Random Song Lyrics :
- 抱擁這分鐘 (live in the moment) - 陳奕迅 (eason chan) lyrics
- cold in california ft. gavin haley (live at vevo) - ashe lyrics
- h20 - painer lyrics
- shine - single - joshua scott jones lyrics
- broke times - yg skubi lyrics
- sea server - xiinya lyrics
- feuerrot - lord of the lost lyrics
- the way i want it (ft. jodie knight) - matvey emerson & oneil lyrics
- ozean - swerfey lyrics
- мы (we) - banan (ru) lyrics