
წამზომი ჩაირთო / tsamzomi chairto - niaz diasamidze lyrics
წავიდა, ბედის ბორბალი დაიძრა
დაუკითხავად წამზომი ჩაირთო
განგებამ ვარსკვლავს სული ჩაბერა
სანახაობა დაიწყო…
პირველად მიწა და მხოლოდ ცა იყო
არც კანონი და არც დრო არ იყო
მარადიულმა სიჩუმემ პირველი ნოტი აიღო
არ ვიცი, მი თუ ფა იყო
აწმყომ წარსული დაბადა და მოგონება დაიწყო
ფანდურმა სიმი აიბა, ადამიანმა ციხე აიგო
ჭეშმარიტების ძებნაში სამყარო ორად გაიყო
აღარასოდეს განმეორდება
და არ ჩაქრება ცეცხლი ომების
ჩვენ არც მშვიდობა დაგვავიწყდება
რომ დედამიწა ჩვენი ბუდეა
და ვარსკვლავები ჩვენი გზებია
რომ ეს ზღაპარი არ დასრულდება
და საფერავი არ გახუნდება
რომ სამუდამო არის შეხვედრა
რომ მოგონება არ დაბერდება
აღარასოდეს განმეორდება
და არ ჩაქრება ცეცხლი ომების
წავიდა, ბედის ბორბალი დაიძრა
დაუკითხავად წამზომი ჩაირთო
განგებამ ვარსკვლავს სული ჩაბერა
სანახაობა დაიწყო…
მარადიულმა სიჩუმემ პირველი ნოტი აიღო
არ ვიცი, მი თუ ფა იყო
აწმყომ წარსული დაბადა და მოგონება დაიწყო
ფანდურმა სიმი აიბა, ადამიანმა ციხე აიგო
ჭეშმარიტების ძებნაში სამყარო ორად გაიყო
Random Song Lyrics :
- between us - emma drobná lyrics
- uma na agulha - cacife gold feat. cacife clandestino, costa gold & pedro lotto lyrics
- ruleta - doza lyrics
- back on track - shing02 lyrics
- kéž pán bůh nás má rád - petr muk lyrics
- i'm leaving you - engelbert humperdinck lyrics
- silence - avicii lyrics
- afterthought - sinneyy lyrics
- baby, i'm jealous (a cappella) - bebe rexha lyrics
- efon - oloriafrica lyrics