gzebi - nunu gabunia lyrics
Loading...
გზები… ნუთუ ამ გზებს დათვლა არ აქვთ…
გზები… ნუთუ ამ გზებს ბოლო არ აქვთ…
ყოველ გზიდან მომყვება
საყვარელი სახელი;
სიხარული შეხვედრის, განშორების ნაღველი
რატომც დაგვრჩეს უნდა მუდამ…
ყველა გზები დამებნა
დღისით თვალებახელილს;
რომელ გზაზე წამოგყვე, რომელი გზით წახვედი ?!
გზები…. ამ გზებს დათვლა არ აქვთ…
გზები… ნუთუ ამ გზებს ბოლო არ უჩანთ ?!
გზები… ნუთუ ლოდინს ვინმე გადურჩა ?!
ყველა გზები დამებნა
დღისით თვალებახელილს;
რომელ გზაზე წამოგყვე, რომელი გზით წახვედი ?!
რატომც ასე გვრჩება გზაზე…
რომელ გზაზე დავტოვე ჩემი სულის ნაწილი ?!
ვდგავარ ასე ლოდინით
ცისკენ ხელებაწვდილი;
ნუთუ ლოდინს ვინმე გადურჩა…
გზები… ნუთუ ამ გზებს დათვლა არ აქვთ…
გზები… ნუთუ ამ გზებს ბოლო არ აქვთ…
გზები… გზები…
გზები…
Random Song Lyrics :
- see no evil (scp: containment breach song) - scp-s4s lyrics
- czarny dyliżans - bartek koko lyrics
- save me - digga lyrics
- son of chechen - dyavol66 lyrics
- komm mit - casasi lyrics
- gone too far - entrr lyrics
- ё-моё - znatny lyrics
- regardless (chopnotslop remix) - freddie dredd lyrics
- look me less - paybac iboro lyrics
- umdb - u2 lore lyrics