
mamas - quemmekh lyrics
შენ რომ გინდოდა რაღაც*ნაირი ცხოვრება გქონოდა
შენ რომ გინდოდა შვილიც გყოლოდა
თურმე ის შვილი შენსავით ომობდა
მაგრამ გერჩივნა ეს არ გცოდნოდა
შენ რომ გინდოდა სახლი აგეგო
ხეები მიწაზე მყარად დაგერგო
ჯობდა გენახა ჯობდა გცოდნოდა
დაწყებულ ომებს სხვაც რომ გლოვობდა
შენ რომ გინდოდა უნდა გცოდნოდა
მეც მომინდებოდა მეც მომინდებოდა
ვერ გაუძელი უფრო გეცადა
მარტო ომობდა მარტო ომობდა
არ აგვირჩევია ჩვენ დაბადება
არდაბადების დღეებს მოვითხოვ
მარტო რომ გაგვწირეთ ჩვენ საბრძოლველად
ჩვენგან უკეთესს როგორ მოითხოვ
არპატიებს დღეებს მოვითხოვ
არდაბადების დღეებს მოვითხოვ
არდავიწყების დღეებს მოვითხოვ
არდაბრუნებს სიკვდილს მოვიხმობ
თქვენ რომ გინდოდათ ეგრე არ იყო
როგორც დაგვპირდით არ გიცხოვრიათ
ჯობდა გენახათ ჯობდა გცოდნოდათ
თქვენი ცხოვრებით ჩვენ გვიომია
არდაბადების დღეებს მოვითხოვ
არდაბადების დღეებს მოვითხოვ
არდაბრუნების სიკვდილს მოვიხმობ
არდაბრუნებს სიკვდილს მოვიხმობ
რომ დროზე გეცადა რომ დროზე გაგეგო
იქნებ ეს ომი, იქნებ არც დამეწყო
იქნებ გეარა გესწავლა გენახა
ჩემამდე იქნებ რამე გაგეგო
არდაბადების დღეებს მოვითხოვ
არდაბადებისდღეებს მოვითხოვ
Random Song Lyrics :
- baby won't you come out tonight - tim davis (drummer) lyrics
- i still luv him - miss luxury lyrics
- наступит ночь - toxi$ lyrics
- missing! / coming home. - mad tsai lyrics
- music boy - wiley beckett lyrics
- soap prayers [august demo] - rabbitology lyrics
- black rain - dea matrona lyrics
- ana omri - أنا عمري - yosra mahnouch - يسرا محنوش lyrics
- meli melo - ekip lyrics
- zero - cali lyrics