
apareka - trio mandili lyrics
ზეცას შახენეო აპარეკავ
მთვარე დათვის ჯვრისკენ იტოლება
ქალავ შავ თვალთ რად მაპარებავ
ანანც ჯერხოშირად მიყოლებავ
დღეს მე შენსწორფერი ვიქნებიო
ღამე გავიტანოთ საუბარით
ქალავ ნუ ამირივ ფიქრებიო
მამშორდ გაიგონე ნაუბარი
მამშორდ გაიგონე ნაუბარი
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ
ვაჟავ სად წახვედი აღარ ჩანხა
ნეტავ შენსსწორფერსაც დამიცდიდე
ღამე უტეხია მათ საუბარს
დილა გათენებულ ნამიანი
რიჟრას არყიანი ბოტლა უყვარს
ბოთლა ნაჭრელიან სასმლიანი
ბოთლა ნაჭრელიან სასმლიანი
სწორფერ მოუტანა ბოთლით არაყ
დილამ შუადღისკენ გაიწია
კაცმა ყანწით სასმელ გადასცალა
მერე ეშმაკურად ჩაიცინა
ქალმა ლუკმა მისცა თავ დახარა
კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა
სასმელ ყანწის გონი გადაფარა
თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და
თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და
რაებს ვაზრობ
ღმერთმა მარისხას და
შერცხვა გადაეკრა სახადის ფერს
ნელა გადავიდა დათვის ჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ
ოოოო
ოოოო
Random Song Lyrics :
- ikhlas ngenteni - woro widowati lyrics
- niet alleen - lisa lois lyrics
- hold on - larnelle lyrics
- the oath (outro) - 22gz lyrics
- the shit we do for love - saint leron lyrics
- devil's grin - cory marks lyrics
- untouchable* - jana kramer lyrics
- blessed - cuddy camaro lyrics
- father jungle rock - nico demus lyrics
- tu n'es qu'une - nov lyrics