lirikcinta.com
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu კი / ki – ara (band)

Loading...

დრო გადის ძალიან ნელა
შენს გულში ცივა, ჩემსაში * ცხელა
დრო გავა ძალიან ჩქარა
თუ მეტყვი „კი“ და არ მეტყვი „არა“ x2

მესიჯს დავწერ, მერე წავშლი
შენთვის, ჩემთვის ლოგინს გავშლი
ტვინს ვიჭყლეტ და ბევს ვიფიქრებ
შემირიგდე მალე იქნებ

სულ დავდივარ, ვერ ვისვენებ
ცხოვრება არ შემასვენებს
თმას ვიჭრი და ვალებს ვიხდი
გამოვსწორდი, ალბათ მიხვდი

როკსტარობა დავივიწყე
მკურნალობა რომ დავიწყე
ფანჯარაზე გიკაკუნე
თან ვიმღერე, თან ვიხტუნე

მეგობრობას ნუ მთავაზობ
ნურც ჩხუბობ და ნუღარც ბრაზობ
გამიხსენი გული ისევ
შეკითხვებსაც ნუ დამისმევ

მაპატიე, რაც გაწყინე
უშენოდ ხომ გავიყინე
სიგიჟემდე მომენატრე
ასი ათასჯერ გინატრე
გავბრუვდი და მოვიწამლე
დავანებე თავი წამლებს
გთხოვ, მომეცი ერთი შანსი
პლუტონი, ვენერა, მარსი

„რაფაელოს“ ამოგიტან
ცოტა ხანი თუ ამიტან
ყოველ დილას შენ გაჩუქებ
არაფერს არ გავაფუჭებ

გეფერები, გეხუტები
ბავშვს გადავუგდე ბურთები
დამშვიდდები, დალაგდები
ჩამოხვალ, ერთად ვიქნებით

მთელ ქვეყანას შენ მოგიძღვნი
განტოლებებს ამოგიხსნი
შეცდომებს გამოვასწორებ
ნუ მოუსმენ ოღონდ ჭორებს

გული ჩქარობს, როგორც რითმა
მომენატრა მე შენი თმა
მიყვარხარ და გავგიჟდები
ვიცი, ბოლოს შენც მიხვდები

რომ ჩემს გულში ერთადერთი
ლამაზი და მშვენიერი
საყვარელი, გემრიელი
სახით თითქოს არიელი
ფისოსავით ჩქარი, ნელი
სიყვარულისგან მშიერი
მოვუმღერე მისამღერი
მე!

დრო გადის ძალიან ნელა
შენს გულში ცივა, ჩემსაში * ცხელა
დრო გავა ძალიან ჩქარა
თუ მეტყვი „კი“ და არ მეტყვი „არა“ x2

lirik lagu lainnya :

YANG LAGI NGE-TRENDS...

Loading...