lirik lagu გეტოს შვილი – fula
[verse 1]
როგორც ამბობენ არ არსებობს მოგებული ომი
ყველა განიცდის დაცემას, ისევე როგორც რომი
თუმცა დღეს სულ სხვა თემას შევეხები, მაგრამ ფონი
შეუცვლელია და მეფეებს ისევ ცვლიან დრონი!
თუ შენი დროა აქ სიკვდილისგან ვერ გიცავს ბრონი
ეს გზა ვიწროა და მძიმე, ისეთი – ვერ აწონი
ეხლა ის დროა, ამ დროს ზაფხულში დღე არის მგონი
დროზე იპოვნე სახლის გზა, მერე ვეღარ იპოვნი!
მე შენს ადგილას ნივთებიდან ავირჩევდი ფანარს
და აღარასდროს არ ვესტუმრებოდი მთებიდან ქალაქს
თუ მაინც შემოივლი ნახავ მშიერი შვილებით მამას
ისინი გასწავლიან ლამფის შუქზე ჩრდილებით თამაშს
ეს სხვა ურთიერთობაა, თქვენ ფილები ხართ მიწის!
ეს უსამართლობაა, შენ თუ ამბობ რომ გიჭირს
ნეტავ როგორი გრძნობაა, სინათლე თვალებს გიჭრის
აქ “ჭიაკოკონობაა” და საბურავი იწვის!
[chorus]
სანამ პრეზიდენტი ახალ კანონს ვეტოს ადებს
სანამ აფთიაქი დილერია და ვერ თმობს აბებს
სანამ ამ უძაღლო ქვეყანაში აყეფებენ კატებს
მე ისევ გეტოს! გეტოს! გიხატავ გეტოს მახეს!
სანამ პრეზიდენტი ახალ კანონს ვეტოს ადებს
სანამ აფთიაქი დილერია და ვერ თმობს აბებს
სანამ ამ უძაღლო ქვეყანაში აყეფებენ კატებს
მე ისევ გეტოს! გეტოს! გიხატავ გეტოს მახეს!
[verse 2]
და თუ არ არის პური, მოგიწევს ჭამო ჟეტონი
აქ ბევრი სხვა უცნაური ამბების ვარ მონაწილე
თუ გცივა დაანთე ცეცხლი! არ იწვის რკინა-ბეტონი
და უკვე დროა მემგონი, აქედან გამომაძვრინე!
ცოტა ამომასუნთქე, მაქვს სავსე კვამლით ფილტვები
მითხარი როგორ გავჩუმდე? ან კიდე რით დავიღლები?
მეტი რა უნდა გართულდეს? წარსულო აღარ მჭირდები!
ვიცი კვლავ დამიკაკუნებ მაგრამ აქ აღარ ვიქნები!
სანამ შენ ხარ თბილ ბუხართან ჩემები თბებიან არყით
ისე როგორ ხარ სუხართან? ჩვენ პურის ნაფხვენებს არ ვყრით
დაუნახავი ნუღარ ხარ და საქმე გვანახე საქმით
თუ არ გინდა გახეხო ასფალტი მაგ ლამაზი სახით!
შენ არ გაქვს ნანახი თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი
აქ ნუ იმოძრავებ თანხით, თორემ დამთავრდება კრახით
შენი საღამო და არ გათენდება შემდეგი დილა
ხოდა იარე, ნუ გაჩერდები აქ არცისე თბილა!
დიახ, აქ შეიძლება დაიბადო ვარსკვლავად და ვერ მიხვდე
იღბალი მითებშია და მე გირჩევ ბედთან შერიგდე
და შენი ნათება ამ უკუნეთში მალე ჩაქრება
როგორც ამერიკულ ფილმებში ხდება აქ ისე არ ხდება!
აღარ მაქვს შიში მეტოქის და თავი სენტიმენტების
წევრი ვარ ბნელი ეპოქის და შვილი ცივი კედლების
სურვილი თბილის კეთების, მექნება სანამ თბილი ვარ
ოღონდ აბლოდისმენტების გარეშე! (მე გეტოს შვილი ვარ!)
[chorus]
სანამ პრეზიდენტი ახალ კანონს ვეტოს ადებს
სანამ აფთიაქი დილერია და ვერ თმობს აბებს
სანამ ამ უძაღლო ქვეყანაში აყეფებენ კატებს
მე ისევ გეტოს! გეტოს! გიხატავ გეტოს მახეს!
სანამ პრეზიდენტი ახალ კანონს ვეტოს ადებს
სანამ აფთიაქი დილერია და ვერ თმობს აბებს
სანამ ამ უძაღლო ქვეყანაში აყეფებენ კატებს
მე ისევ გეტოს! გეტოს! გიხატავ გეტოს მახეს!
სანამ პრეზიდენტი ახალ კანონს ვეტოს ადებს
სანამ აფთიაქი დილერია და ვერ თმობს აბებს
სანამ ამ უძაღლო ქვეყანაში აყეფებენ კატებს
მე ისევ გეტოს! გეტოს! გიხატავ გეტოს მახეს!
lirik lagu lainnya :
- kumpulan lirik lagu barbara bobak › lirik lagu oči zelene – live – barbara bobak
- kumpulan lirik lagu стил stilfullmetal › lirik lagu мне до тебя (i’m up to you) – стил (stilfullmetal)
- kumpulan lirik lagu kyol › lirik lagu blur – kyol
- kumpulan lirik lagu joshua smitthenwessen › lirik lagu the return of smitthenwessen – joshua smitthenwessen
- kumpulan lirik lagu jule styne › lirik lagu three coins in the fountain – jule styne
- kumpulan lirik lagu djack turbulence › lirik lagu mauvais profil – djack turbulence
- kumpulan lirik lagu lyrics spookynova › lirik lagu insomnia with lyrics – spookynova
- kumpulan lirik lagu tmm fra › lirik lagu pas de mensonges – tmm (fra)
- kumpulan lirik lagu the tumbling paddies › lirik lagu springsteen in the dark – the tumbling paddies
- kumpulan lirik lagu jul › lirik lagu kusher kush – jul