lirik lagu ცრის – kayakata
[lunacat]
კატა – ოთახში ზის, თვლემს ნაპირები
ქალაქში ცრის, დანაპირები
და ვაპირებდით დღეს ნელ ტემპს
ვაპირებდით დღეს ტემპს ნელს
თუ აქ იქნები, რძეს მოვადუღებთ
კაკაოს გავაკეთებთ, მოსაწევს შევაკეთებთ
თუ აქ იქნები, და თუ ნაპირები დანაპირები
დააპირებენ დაბრუნებას, მეც აქ ვიქნები
ნებით ვდნებით სივრცეში ვიწელებით
ვქრებით ვჩნდებით ხმებით
შლეიfებით თხელი, შეიხების ხელი
შეუხებელი, სველი, ველით
და მოლოდინში დილით
წვიმით სველი ქალაქის განტოლებებს ენით
ცოტა წვენით, ცოტა მოსაწევით, ცოტა ცოტა სმენით
ჩემით, შენით, ფრენით ზევით ქვევით
სიმშვიდის დისტანციით შორი ნაპირებით
[dillacat]
ცრის წვიმამ კაპიშონი დანამა
განა ციდან მოიტანა მანა მან
თუ არ ტოვებენ არჩევანს
ავიღებთ არადანს
რეჟიმი მოლოდინის – მარხვა
რამადან
მე – უჩუმრად არ დავტოვებ ამ საკანს
oi ბოლომდე შევისწავლი ამ საგანს
neo tbs ის ნეონები ავტობანს
მანამ სანამ პარლამენტი გავს მან სან კანს
ვამატებ აისოს თუკი გული დაიტევს
აი თოვს ღამე ისევ ველოდებით აისებს
სანამ ცა წაიღებს, მინდა გონებამ გაიგოს
რა იწვევს რატომ იპარავენ კორპუსები დაისებს
გამგები გაიგებს როცა მოირჩენს ნაისრევს
და ტიტანიკივით შეხვდება თავის აისბერგს
მილიგრამით მეტს ანდა გრამით მეტს
გამოვიცვლი ხედს – მეც
ნესტოებში სუნთქვაა დაღუპული მზეების
გადაჭრილი ხეები, სისტემა მენდელეევის კი სისხლში
და თითქოს ჰოლივუდურ ფილმში
ტიტრები იძირება ნისლშიი კორპუსები ჩრდილში
კატა იაგუარი მიდის, თავის ნაბიჯებს ითვლის
ტრაექტორიებს იცვლის, თბილიჩერნობილისის
ქალაქში ძაღლების რთულია იპოვო კარგი სისტემა მომარაგების
[lunacat]
კატა დაუყვება გარეუბნის რელიეფს
წვიმა დაასველებს შორს – კამელიებს
ამ მელიებს დროის და სივრცის ამ კელიებს დროის
დედამიწის აურელიებს
აუარებელი ავიარეთ, და რაც გავიარეთ
ვუბრუნებ სივრცეს ველი ერთს
როგორც შუა ღამე ფაიფურის ფერიებს
ფისო დაუყვება გარეუბნის რელიეფს
ველი ერთს, უთენია დილას კანაბისს
მინდვრები სუ ჩვენია ბოლოში მკათათვის
და ამათთვის და იმათთვის თუ წვიმა თვლის
მთებიც გააარემარეს გადათვლის
განასხვავე წვიმა ღამის და წვიმა დღის
წვიმა დღევანდელი ქარია წინა დღის
და ამას ცვლის და იმას ცვლის თუ იქაც წვიმს
პლანეტები ორბიტაზე ტრიალებს და იქაც ქრის
ქარი blurry დილის, კატა იაგუარი
სიმშვიდე ძილის illyს სვამს
სადარი ქარი blurry დილის illigal
ღამის ოკლაჰომა რაღაცით თბილისს გავს
[tom]
აქ ჩემი ტომი დგას
აქ ჩემი ტომი დგას
lirik lagu lainnya :
- kumpulan lirik lagu efelow › lirik lagu shayi jith – efelow
- kumpulan lirik lagu jayem › lirik lagu positive. – jayem
- kumpulan lirik lagu hellmane › lirik lagu die in a fuxking fire – hellmane
- kumpulan lirik lagu soraia ramos › lirik lagu diz-me – soraia ramos
- kumpulan lirik lagu лёша свик lesha svik › lirik lagu девчонка (little girl) – лёша свик (lesha svik)
- kumpulan lirik lagu lucky ali ramya › lirik lagu na tum jano na hum – lucky ali & ramya
- kumpulan lirik lagu 4kmazii › lirik lagu letter to my haters – 4kmazii
- kumpulan lirik lagu jkt48 › lirik lagu refrain penuh harapan [english version] – jkt48
- kumpulan lirik lagu joseph huber › lirik lagu slow death march – joseph huber
- kumpulan lirik lagu the convalescence › lirik lagu eternal suffering – the convalescence