lirikcinta.com
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu represent – mc qourum

Loading...

[verse 1]

მოზღვავებული ენერგიით წარმოვადგენ თავს
აღმოსავლეთ სანაპირო წვას მაჩვევს. ძველების კვალს
გზას ეკალ-ბარდიანს მივუყვები, ქარავანს ,დინასტიას მოცულს ნისლით
სიტყვებით ვისვრით, ვერლიბრით ვიტყვით სათქმელს ბევრისთვის
ცხრა მთას იქით გადასულთა ხიბლით ვიმოსები შიფრით, სქემით
თვლას ვატყუებ ხელით შემდეგში შევალ, შედეგში ვხედავ მათ?! ვრევ ამ სისტემას
მთელ საემსიეთს ვიწვევ ჰიპ-ჰოპის ცოდნა-არცოდნაში ვირკვევ
გარშემო ვიკრებ ნამდვილებს. დღითიდღე ემატება წრეს მლიქვნელი
„ბითმეიქერი“ ან დიდებას მოწყურებული გამარტივებული „რითმენ“
მისამართს გიწერთ ნამუშევრებში, რომლის საუბრისას არასოდეს მისმენ
შევრისხე ოროსანთა გუნდი დაბალი ფენა ჩემზე მაღალი არადა
ვითომ ეძებენ რეალობას მათთვის დიდების დიდდება სურვილი
გიდებად ჰყავთ ის პირი, რომელიც ფულს ერიდება
დაეფიცებათ პატიოსნებად არადა ოცნებად „ანდერგრაუნდი“, უფულობა
არადა შივდებათ მათაც, რომანტიკა არ უღირთ ბოლომდე დაცდად
ზარცვა ტვინების, იმიტაცია კაცთა, ფარსი მთავარი ნაწილია აწმყოსი და მისი
ხედებია ჩემი ყოველგვარი განცდა

[chorus]

ამ კულტურაში მაქვს პროცენტი მეტი ვიდრე
სახელმწიფოს ვალი ან ბიზნესლედი
ბრძოლა?! ჩემი თავია მისი ეპიცენტრი
მიყურე თვალებში კონსტანტინე, fatality
ამ კულტურაში მაქვს პროცენტი მეტი ვიდრე
სახელმწიფოს ვალი ან ბიზნესლედი
ბრძოლა?! ჩემი თავია მისი ეპიცენტრი
მიყურე თვალებში კონსტანტინე, fatality

[verse 2]

ქალაქში სუნია ,იზიდავს მოგზაურებს პერსპექტივა
ხმაური, ცა ურევს ღრუბლებს წვიმების გარეშე
და ნაყინები დადიან ქუჩებში, რეპ შეკრებებსა და სხვა
დაწესებულებებში. კულტურა „ვითარდება“
აქ თავისუფლებამ შექმნა ილუზია, ეს მყრალი ვითარება
მთელი გარყვნილება ,ვინც ამ რუქას დახედა და თქვა: „ცოტაც
დარჩა“ მებრალება მათ ხელში ვინც სირთულეს უკნიდან ეპარება
“hustle” როცა არ გასქვს საშვალება რომ ქნა და ვინმე გეშველება
რომ ბოლომდე არ ჩაქრე, გჯეროდეს ან გეჯეროს ჩვენ კი უამრავი
საქმე გვაქვს, ხალხი, მშობლები ,ოჯახი .გამოაჩინე სახე brother
სანამ უმელანო კალამი უმუზობამდე დაგიძველდა
ყვირილი დაგებედა, უმსმენელო გოუსთრაიდერ ემსი
თქვენთან ან თქვენთან ერთად, ვამბობ რაც მეკადრება
25-ე კადრებად დაშლილი, რთულია ჩემი გაგება
კავშირი დებატებად მოცემული, mixtape „დაბადება“
წარმოდგენა აქ მთავრდება მე ვარ ქურუმ mc
atababadan, shanti, ras , gunshot-ი, bad-ი
ვან გოგის ნახატია ამ მოძრაობაში ამ უცხო ხალხის
რევა
rudeboy you don’t know
me nah man them friend
when me gwaan
me pulling and gunshoting them
man ah b-tty

[chorus]

ამ კულტურაში მაქვს პროცენტი მეტი ვიდრე
სახელმწიფოს ვალი ან ბიზნესლედი
ბრძოლა?! ჩემი თავია მისი ეპიცენტრი
მიყურე თვალებში კონსტანტინე, fatality
ამ კულტურაში მაქვს პროცენტი მეტი ვიდრე
სახელმწიფოს ვალი ან ბიზნესლედი
ბრძოლა?! ჩემი თავია მისი ეპიცენტრი
მიყურე თვალებში კონსტანტინე, fatality

lirik lagu lainnya :

YANG LAGI NGE-TRENDS...

Loading...