lirikcinta.com
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu pantaziebi – newtone 211

Loading...

ფანტაზიის თან აზიის თანაზიარი ვარ
ვარსკვლავების კომეტების გადამზიდავი ვარ
იისფერი ლაქები თუ ადამიანი ვარ
კრატერებში ჩემი სკამით საათობით ვზივარ
მთვარის მიწის მადლს ფარავდეს პლანტაციები
მაზერბორდი ააყოლე პლატას სიებით
ააყოლე აფრიკები თან აზიები
ძილში არ მასვენებენ ეს ფანტაზიები

ყველა სასვენი ნიშნანი რაც კი აღუწერიათ
ყველა სასტვენის ნიშანი მაინც ჩაუბერიათ
ყველა სასვენი ადგილი რაც კი დაუსვენიათ
მოთხრობილია კანონში თავზარ დაუცემია
დაუცემინებია და დაუცველ მინებია
აი ია ია აი დაურთე იებია
დედა ენის ყდის ლაქები დიჯიტალია
დედამიწის ცის შრამები მიდივალია
ინვესტიცია იუსტიციის სახლშია
ინვერტ სტიქია ბიუსტი ციის მარშია
ცხენის ცხედარი ბუზებისაგან შარშია
რადგან ხეთა რიგი ხეთა ჯარი ქარშია
სავსე აბჯრის გასაღები ხმალში-ფარშია
ორკესტრი დაჯგუფებაა ოღონდ სამშია
კვიცის ხორცის მომავალი ნაღდად ფარშშია
ალაfურშეტი აღარ ღირს რადგან არ მშია
ფანდური ხის ფანერაა თეთრი ფანრებით
მოყვითალო ფონი გასდევს ხატვას ფანქრებით
შიგადაშიგ ვმკრთალდები და მგონი თან ვქრები
ჩემი გულის ესკიზები ღამით ჩავქრები
დამიჭერს მე ბადურები ბაწრის თანხლებით
და მიჭერს მებადურები ტაძრის თანხებით
გუაშები პალიტრაზე ფერებია გრილი
ცის ლანდები სიოს ფანტავს ფერებით აკრილის
ლოცვა ცოცვა ცოდვის ზღვარზე ჩაეჭიდე ბორცვს
ცდუნებები მოზვავდება არ ეკარო ხორცსს
მონასტრის მიზიდულობა გაგრძნობინებს შორს
გზაში თავგადასავალი დაგიტოვებს ორს
ხმაურის ათვლა თრიფებში დაიკარგები
დუმილის აღქმა ფიქრებში თეთრი სანთლებით
შავი ჭირი გაიფანტა ფეხზე სანდლებით
იისფერი ელიდია ლურჯი ლანდებით

ფანტაზიის თან აზიის თანაზიარი ვარ
ვარსკვლავების კომეტების გადამზიდავი ვარ
იისფერი ლაქები თუ ადამიანი ვარ
კრატერებში ჩემი სკამით საათობით ვზივარ
მთვარის მიწის მადლს ფარავდეს პლანტაციები
მაზერბორდი ააყოლე პლატას სიებით
ააყოლე აფრიკები თან აზიები
ძილში არ მასვენებენ ეს ფანტაზიები

lirik lagu lainnya :

YANG LAGI NGE-TRENDS...

Loading...