lirikcinta.com
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu როგორც – nick green x ras green

Loading...

ras green
verse

მიდი ამიწონე მომე რაც გადარჩა
თუ დარჩა რამე რაც არ დავიფარე
ვიცი გეჩქარება მიდი გაიარე თუ
გამიარა გზაზე დამიყარე,რაც
არ ვატარე,რაც არ ვიკადრე
წყალში გადაყარე რასაც დაძრავ
დანარჩენს ავიკიდებ თუ წაეკიდა
თუ არი კიდევ ერთი ხვალე

პარალიზებული
დაკარგული
გაბუჟებული..
ვაკეთებ ავტომატზე ვარ ავტომატი
შენს მხარზე გადაკიდებული
განაპირებული ვარ ცარიელი
გადაფითრებული ვარ დოპამინზე
და მონიტორზე ვარ მიქანდაკებული

ვზივარ მიზეზებზე თითქოს ღია გალიაში
ანგელოზები მარტო არ დადიან ვიეტნამში
ისეთი არაფერი ყველაფერი რიგზეა
და როგორც უნდა ყოფილიყო ზუსტად ისეა

hook
მარტო როგორც მთელი შენი კლანი
მარტო როგორც მთელი თქვენი კლანი
მარტო როგორც მთელი თქვენი ბანდა
მარტო როგორც მთელი თქვენი ბრატვა x2

nick green
verse 2

ყველა კვალი დავმალე არსაიდან მოვიტანე
წავიღე ჩემი არ მოვიპარე თქვენი საბანი დავიფარე
უკანა კარიდან გავიპარე მე ხო არაფერი დაგაძალე
თავს ვგრძნობ როგორც სახლში
ჩემი ასაფრენი ბილიკი ჩაიბარე

რაზეა საუბარი გამოვწურე წყალი
ცოტაც არ დავდივარ წრეზე
გარშემოა საფარი ბევრი ხეა ჩამპალი
გადავყარე გამოუსადეგარი თქვენ ხო ლაპარაკობთ
არაფერზე
გადავდივარ გეგმა b-ზე ვსვავ ყავას ვდგავარ მზეზე
ნახატებით ხელზე

ვდგები და ვცვლი ვცვლი ამ ფაქტებს
ვცლი ვცლი ამ კასრებს თვლი თვლი დანაკარგებს
bad trip-ი ვერ გვაგდებს ვერავინ წაგვართმევს
ჩემი ორეული აღებს კარებს ჩემი ორეული მალავს
ფანჯრებს
ჩემი ორეული ანათებს ჩემი ორეული ზურგით გვათრევს

hook
მარტო როგორც მთელი შენი კლანი
მარტო როგორც მთელი თქვენი კლანი
მარტო როგორც მთელი თქვენი ბანდა
მარტო როგორც მთელი თქვენი ბრატვა x2

outro
თითქოს ყველა თქვენ
თითქოს ყველა ერთად

lirik lagu lainnya :

YANG LAGI NGE-TRENDS...

Loading...