lirik lagu anubisi da mweveli – quemmekh
(ქვემეხი)
მიდი მალე გაიღვიძე გაახილე თვალი
მიდი თორე ავაზაკი უკვე ახლოს არი
არ გეგონოს ავაზაკი შენ მეგობარი
უკნიდან დანას დაგარტყამს თუ არ დაასწარი
(რატი ამაღლობელი * სეკვენცია)
ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და
მინდა ამოვძვრე კანიდან
სიცოცხლე მინდა თავიდან
სიკვდილი მინდა? * არ მინდა
არა როგორმე გავუძლებ
არა როგორმე ავიტან
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე*ბედმა
გამი*წვიმ*ავდარ*ამინდა
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და
(ქვემეხი)
* ვიღაცას სისხლის სმა უნდა
ვიღაცას დაფლეთა უნდა
სანამ სახლში დაბრუნდა
სანამ სახლში დაბრუნდა *
(სეკვენცია)
დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი*ნანი*ნა მინდა
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს
კანას ქორწილში სმა მინდა
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო*კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან
ვეებერთელა ცა მინდა
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა
გზა მინდა მნათობებიდან
შენსკენ მავალი გზა მინდა
მზის მუცელღების ხმა მინდა
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა
მინდა გამოსვლა წამიდან
ვეებერთელა ცა მინდა
ანი ბანი და განი და
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა*მინდა, ე*მინდა
თეთრი ი*მინდა, ო*მინდა
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან
ერთი ძლიერი უ*მინდა
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა
ანი ბანი და განი და
ღმერთო, დამინდე და მინდა
(ქვემეხი)
* მიდი მალე გაიღვიძე გაახილე თვალი
მიდი თორე ავაზაკი უკვე ახლოს არი
არ გეგონოს ავაზაკი შენ მეგობარი
უკნიდან დანას დაგარტყამს თუ არ დაასწარი *
lirik lagu lainnya :
- kumpulan lirik lagu kelly clarkson › lirik lagu walk away (craig j big love mixshow) – kelly clarkson
- kumpulan lirik lagu lanberry › lirik lagu plan awaryjny – lanberry
- kumpulan lirik lagu thakiddkgo › lirik lagu on the edge – thakiddkgo
- kumpulan lirik lagu essemm › lirik lagu így váltam köddé – essemm
- kumpulan lirik lagu onilow › lirik lagu прямой эфир (live broadcast) – onilow
- kumpulan lirik lagu ezedike › lirik lagu that old black magic (remix) – ezedike
- kumpulan lirik lagu hoagie rapper › lirik lagu hillsides – hoagie (rapper)
- kumpulan lirik lagu lil keed › lirik lagu wheels fall off* – lil keed
- kumpulan lirik lagu skyler rossa › lirik lagu fire – skyler rossa
- kumpulan lirik lagu deltron 3030 › lirik lagu lights out – deltron 3030