lirikcinta.com
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu verasodes shevexebi varskvlavs – sandro tavartkiladze

Loading...

თუ ეს სამყარო უსასრულოდ გრძელდება
ჩემი საძინებლის ფანჯრიდან ცა ჩანს

ცის უკან უსასრულობაა
ვარსკვლავების სიშორე მაშინებს

შენზე აღარ მიფიქრია, არ ვიცი სად ხარ
რისიც მეშინია ცაში პირდაპირ ჩანს

ყველა ნაზ და ყოფით გრძნობას გავცდი
ვის ინბოქსში ინახება მეტი გული
(მეტი გული) რა სიტყვებით გააგზავნე
(მეტი გული) რამდენია კიდევ
(მეტი გული) განუცდელი
(მეტი გული) შიში
რომ ვერასოდეს შევეხები ვარსკვლავს
და შენც ვერასდროს მომკიდებ ხელს
და თუ ეს სამყარო უსასრულოდ გრძელდება
მაწუხებს რომ სიფხიზლეში აქ არავინ არ ვართ

ვერ ვიჯერებ რომ აღარაფერს ველი
დამიბლოკე მოსაწერი ველი
ჩემს ტანში გადის სხვისი მოკლე ტექსტი
ვისთან მიაქვს ტალღებს შენი გული

უკუღმართ ფიქრს რეტარდოლი შველის
რატომ არ მინდა რომ მოვკვდე
სერვერზე გვინახავს ისტორია
რიცხვები ვერასდროს იკლავენ თავს

ოთახიდან ცისფერი ცა ჩანს
როცა ვწვები ცას ვარიდებ თავს
ცის უკან უსასრულობაა მაგრამ
სადამდეც გონება მიშვებს მაინც ურთიერთობებია

რომ ვერასოდეს შევეხები ვარსკვლავს
და შენც ვერასდროს მომკიდებ ხელს
და თუ ეს სამყარო უსასრულოდ გრძელდება
მაწუხებს რომ სიფხიზლეში აქ არავინ არ ვართ

lirik lagu lainnya :

YANG LAGI NGE-TRENDS...

Loading...