lirikcinta.com
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu პატრიოტი “ზაზები” (patrioti “zazebi”) – sf-x

Loading...

ეი აქ რაც მე მახსოვს, პატრიოტიზმია რაც მე მაწყობს
ეი აქ რაც მე მახსოვს, პატრიოტიზმია რაც მე მაწყობს
პატრიოტიზმია დღევანდელი თემა მთავარი ჩვენი
და პირველი სტუმარია კოლორიტი ქალაქის…

*მინდა მივცე სიტყვა, ვანდო ფრაზა, რამე გვიშველე ზაზა! რამე გვითხარი ზაზა!
*გენაცვალე, გენაცვალე პატრიოტიზმი რა არის მე მასწავლი?
ადრე ვის გავაბლატავებდით თან შუა გოლოვინზე
*სად?
*რუსთაველზე მეთქი, არ მისმენ ბლად? სადაც ნაბიჯს დგამ უკვე ყველგან ამათ დედები
ეს ტრანსები, გეები, ეს უცხოელები არ მინდა ძმაო, ვინ წაათრევთ ამ ხალხს?
იმენა ქართველობა წაართვეს ამ ხალხს, თუ ჩემი ქვეყნის სადღეგრძელო ამიწევია
კიდეც დამილევია, კიდეც მომიწევია, და თუ დაჭირდა ქვეყანას ხატზეც ფიცს დავდებ რომ
მოვაჭრი თავს მაგათ, მოვ** გამზრდელს (ბოდიში გენაცვალე)
*ეხლა განამედროვე, პატრიოტი თქვენს წინაშე თანამედროვე
*პატრიოტი თუ ხარ გაიხსენე, რა ხდებოდა ადრე, ან ისინი როგორ არბევდნენ და როგორ კლავდნენ
შენ გევასება ნაცები?
*რაღა დროს ნაცები, გეხვეწები…
*კაი ნუ გაიქცევი, გთავაზობ გაეცანი, კაი საქმე სტაბილური მერე შენ იცი
ისე ნაცებზე რას ვიტყვი, ო მაგათ (…)

დრო მორჩა აქ მოვრჩით, და ფული მო*ვი თორე გვეძახიან სხვაგან უფრო კაი პონტში
ანდა დაგვიმეტე ოციც, ოცი ლარი და ვიქნები ნაციც, ქოციც და დედის პრო*ც

ეი აქ რაც მე მახსოვს, პატრიოტიზმია რაც მე მაწყობს
ეი აქ რაც მე მახსოვს, პატრიოტიზმია რაც მე მაწყობს
*არსად არაფერი ხდება გასარკვევი?
*რავი არც შაბათი არის და არც პარასკევია
*არა აქციაზე გეკითხები რა აგერიაა? ვაპროტესტებთ მონობას ხო მაგარია?
ისე ატხადნიაკში მაგარი იაგერია, ხო პატრიოტიზმზე რა მკითხე რა ბაზარია?
*რა და პატრიოტიზმი რა არის გაგვიზიარეთ
*აუ არადა წინა სემესტრში გავიარე
*კარგით თქვით რას მოითხოვთ აქ რომ იყოს?
*რას და ეს ბნელი ხალხი არ ყოფილიყოს!
ქართველებო რა უკან ხართ, ცოტა მოდით გონს, ხოდა კიდევ გათავისუფლება შოთიკოს…

*ეხლა კი ვრთავ მორიგ გმირს, ზაზა თქვენ რა გესმით პატრიოტიზმის?
*ჩემო ქვეყანავ როგორ მებრალები, სად მიექანები?
ადრე გებრძოდნენ სპარსი*ოსმალები, ეხლა ელგებეტე ვიღა აღარ ლიბელარები!
ეს შემოსული შოუები ფილმები მხატრული, ყველაფერი მომართული წაბილწოს ქართული
ქართული სული, სამწუხაროდ ეს უნდა გაუწყოთ ერის გადაჯიშება რომ უკვე დაიწყო
ვუყურებ თამბაქოს ეწევა ქართველი დედა, და კაცების ტანებზე ჩოხები გამქრალა

*და ასევე პატრიოტი განამედროვე, არა თანამედროვე მოსვლა მე ვთხოვე
ისე რაღაც თქვენნაირი მყავდა, და მომიკვდა თქვენი ასლი, პატრიოტიზმის დონე როგორია თქვენი აზრით?
*რა პატრიოტიზმის დონე ეკა? ამ უგონობაში რა გამოიგონე ეკა? არიან მონობაში მალე ვიზეიმებთ ეკა
შევალთ ამ შენობაში
*ჩემისახელი გეშლებათ, ან რა შენობაში?
*ყველა მოღალატეა, ან არის მონა, ვინც არ მოვა ყველა დასახვრეტია, მარა ჩვენი დრო ისევ მოვა
ყველას კაკა*კაკან გადაგაკაკანებთ
*უკაცრავად?
*ყველა ხმას განანებთ, ვინც მართველ გუნდს განაგებს ხუთ წუთს ვაძლევთ ის რომ გადადგეს
ან პირობას გაძლევთ ეგრევე ბარგს ვალაგებთ ხმას თუ არ გვაძლევთ, ეგრევე ქვეყანას ვტოვებთ…

დრო მორჩა აქ მოვრჩით, და ფული მო*ვი თორე გვეძახიან სხვაგან უფრო კაი პონტში
ანდაც დაგვიმეტე ოციც, ოცი ლარი და ვიქნები ნაციც, ქოციც და დედის პრო*ც
ეი აქ რაც მე მახსოვს, პატრიოტიზმია რაც მე მაწყობს

ეი აქ რაც მე მახსოვს, პატრიოტიზმია რაც მე მაწყობს…
ეი აქ რაც მე მახსოვს, პატრიოტიზმია რაც მე მაწყობს…

lirik lagu lainnya :

YANG LAGI NGE-TRENDS...

Loading...